მარნეულის #5 საარჩევნო უბანი დაგვიანებით და ხმაურით გაიხსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის #5 საოლქო საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, უბნის გახსნამდე 15 წუთით ადრე, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და უბნის კომისიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლის ადგილმდებარეობა გახდა. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს სურდა ხმის მიცემის კაბინასა და სარეგისტრაციო მაგიდასთან მდგარიყო რაც კომისიის წევრებთან შელაპარაკების მიზეზი გახდა.

უბანზე სიტუაციაში გასარკვევად მოვიდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა ცესკოს ქვემო ქართლის წარმომადგენელი კობა ასანიძე.

„სამოქლაქო პლატფორმა 20/20“-ს დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ამ უბანზე გადაწყვეტილებებს კომისიის თავმჯდომარე უნდა იღებდეს.

„ჩვეულებრივი არასამთავრობოს ტიპი მივარდა და ამბობს აქ ნუ დგახარ იქ ნუ მიდიხარ. შემდეგ ჩვენ ამაზე შესაბამისი საჩივარი დავწერეთ. ახლა ჩვენი დამკვირვებელი დგას და იმედი გვაქვს ხელს არ შეუშლიან“



ნაციონალური მოძრაობის წევრის ლაშა ქველაძეს თქმით კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს მუშაობაში ხელს უშლიდა.

„ამას მოყვა შელაპარაკება. კომისიის თავმჯდომარემ დარეკა ოცნების შტაბში. მოვიდნენ ოცნების წევრები. რომლებიც მე თავს დამესხნენ(29 სექტემბერს) მოვიდნენ და ჩვენ მოგვივიდა შელაპარაკება. მე დავურეკე დამკვირვებლებს, ტელევიზიებს რომ დამხმარებოდნენ“ - ამბობს ლაშა ქველაძე



უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა მარნეულის მერიის თანამშრომელი, ქალთა ოთახის წარმომადგენელი რიმა ოთარაშვილი.

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, სულ 138 121 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

N13 მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 122 საარჩევნო უბანია შექმნილი. აქედან 31 საარჩევნო უბანი გარდაბანში, ხოლო 91 მარნეულში მდებარეობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər