ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ
“კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ.

მან ხმა საარჩევნო უბანზე დილითვე, 09.00 საათამდე მისცა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი გაიხსნა.

“მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს მისცენ ხმა. ჩვენ მუდამ ვაცხადებთ, რომ გვექნება არანაკლებ 55%-ისა და არაუმეტეს 60%-ისა. შიდაპარტიულის გარდა, სხვა კვლევებიც არსებობს. 2-3 ტელეარხი სიცრუეზეა აგებული და მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები კი სწორედ ამაზე მიუთითებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, – ივანიშვილის ამ განცხადებას “იმედი” ავრცელებს.

Mənbə: Netgazeti
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər