დმანისში ეკომიგრანტების ოჯახებს მერია სახურავებს 826 874 ლარად შეუცვლის
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე, სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადასახლებული 77 პირის საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისათვის ტენდერები გამოაცხადა.

დმანისში გადასახლებული მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი „სტიქიის შედეგად, საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოჯახების საკუთრებაში საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სოციალური პროგრამის“ მიხედვით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადასახლებულ პირს ან მისი ახლო ნათესავს და იძულებით გადაადგილებულ პირს, დევნილს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის აშენებული საცხოვრებელი სახლი.

დმანისის მერიამ 2025 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 12 მაისამდე, პეიროდში საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებისათვის 9 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების მიხედვით, რომელშიც უკვე გამარჯვებული გამოვლენილია, 75 პირის საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაცია დმანისის მერიას 826 874 ლარი და 44 თეთრი დაუჯდება.
ასევე, გამოცხადებულია ტენდერი ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე N34 საცხოვრებელი კორპუსის სახურავისა და სტიქიის შედეგად საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან დმანისში გადასახლებული ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურეავების რეაბილიტაციისათვის, რისთვისაც 66 031 ლარის დახარჯვა იგეგმება.

გთავაზობთ დმანისის მერისს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში დასახარჯი თანხის ოდენობასა და საცხოვრებელი სახლების ჩამონათვალს:

147 716 ლარი და 07 თეთრი - 11 პირის საცხოვრებელი სახლი
133 973 ლარი და 88 თეთრი - 11 პირის საცხოვრებელი სახლი
136 598 ლარი და 17 თეთრი - 11 პირის საცხოვრებელი სახლი
152 320 ლარი და 89 თეთრი - 12 პირის საცხოვრებელი სახლი
140 532 ლარი და 35 თეთრი - 10 პირის საცხოვრებელი სახლი
145 151 ლარი და 14 თეთრი - 11 პირის საცხოვრებელი სახლი
63 292 ლარი და 83 თეთრი - 5 პირის საცხოვრებელი სახლი
47 822 ლარი - 4 პირის საცხოვრებელი სახლი


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər