საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა - როგორია სტატისტიკა
საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის არც ისე სახარბიელო ადგილზეა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო.

Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, ისეთი ფაქტორების ჩათვლით აფასებს, როგორიც არის აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ინდექსი, ასევე, ჯანდაცვის ადგილობრივ ინფრასტურქტურას, სერვისებს, რესურსებსა და მათზე ხელმისაწვდომობას აფასებს.

რაც შეეხება მეზობლებს, კვლევაში მხოლოდ სომხეთი ვერ მოხვდა, საქართველო კი მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს. კერძოდ, ჯანდაცვის 47.7 ინდექსით აზერბაიჯანი 89 ადგილზეა. საქართველოს უსწრებს თურქეთი, რომელიც 70.7 ინდექსით გაცილებით წინ, 25-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთს 60.9 მაჩვენებლით 55-ე პოზიცია უკავია. ასევე, ოდნავ წინ არის ომში მყოფი უკრაინა, რომელიც 55.4 ინდექსით რეიტინგში 75-ე ადგილზეა.

ჯანდაცვის ინდექსით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ტაივანი 86.0
  • სამხრეთ კორეა 82,7
  • იაპონია 79,3
  • ნიდერლანდები 78,9
  • საფრანგეთი 78,1
  • დანია 78,0
  • ესპანეთი 77,6
  • ფინეთი 77,3
  • ტაილანდი 77,2
  • ავსტრია 76.6
Numbeo ხაზგასმით შენიშნავს, რომ მის მიერ შედგენილი ჯანდაცვის ინდექსი ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და შეფასებებს, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს და მიკერძოებულიც იყოს.

„ამის მიუხედავად, ინდექსი შედარებითი ინსტრუმენტია ჯანდაცვის სისტემების შესაფასებლად და შესადარებლად სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, რაც ჯანდაცვის ლანდშაფტის გაგებას ეხმარება,“ - წერს Numbeo.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər