პრეზიდენტი - კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტი - ის ახალგაზრდების მიერ იმართება, რომელთაც არ სურთ რუსულ გავლენაში დაბრუნება, ისინი არავის არ მისცემენ პერსპექტივის მოპარვის საშუალებას
კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტები - ის ახალგაზრდების მიერ იმართება, რომელთაც არ სურთ რუსულ გავლენაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Sky News-თან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეები არავის არ მისცემენ ევროპული პერსპექტივის და რეალობის მოპარვის საშუალებას.

"[ძალადობა გამოყენებული იყო] ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერისა და ახალგაზრდობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის არ
არის, რაც საქართველოს მოსახლეობას შეაჩერებს. ეს გრძელი ბრძოლაა, საქართველო აქამდე ბევრჯერ იმარჯვებდა რუსული დომინაციის წინააღმდეგ და რაც მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანაში არის ის, რომ ეს კანონი წმინდად რუსეთის მიერაა შთაგონებული და ამან გამოიწვია პროტესტები. მნიშვნელოვანია, რომ ის [პროტესტი] ოპოზიციური პარტიების მიერ არ იმართება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ტარდება. მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილის მიერ, რომელსაც არ სურს რუსულ გავლენაში დაბრუნება. ვნახეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭა საქართველოს დეკემბერში და პირობა დაიდო, რომ ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნებოდა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს. ისინი ხედავენ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა და არავის არ მისცემენ ამ პერსპექტივის, ამ რეალობის მოპარვის საშუალებას",
- განაცხადა ზურაბიშვილმა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024