სიახლე
თუ მესტიის მსგავსი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში იქნება, რესურსი არ გვეყოფა — იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუ მესტიის მსგავსი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, მაშინ დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება.

მისი თქმით, სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მესტიის მსგავსად, კვლევები ჩაატაროს.

“30 შემთხვევა დაკავშირებულაი ერთ კერასთან, ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან ოპერატიულად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო შეკავება. მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ თუ ასეთი კერა ქვეყანაში, რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. იმიტომ, რომ არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცლაკე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები”, — განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ, თუმცა ტერიტორიის დასატოვებლად აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა.

საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მესტიიდან საკარანტინო სივრცეებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს. სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რამდენიმე დღეა, რაც სპეციალური შეზღუდვები დაწესდა.

გახარიამ მთავრობის დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მესტიიდან დღეს 1000 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər