მარნეულის მერიამ „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
მარნეულის მერია „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
"მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფუნქციონირებს „ახალგაზრდული საბჭო“, რომელიც მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში."
- წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან. ქალაქ მარნეულის, სადახლოს,
ალგეთის და კაპანახჩის თითო ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 2-2 ახალგაზრდა, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ადმინისტრაციული ერთეულებიდან - თითო ახალგაზრდა.

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

  • ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
  • მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
  • ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიური მდგომარეობის და ადამიანის უფლებების შესახებ;

"თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზრდების ხმა!
დარეგისტრირდი 27 მაისამდე!" -
წერს მერია

სარეგისტრაციო ბმული:

ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər