წყარო: კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების განულება მოსთხოვეს
ტაბულას ანონიმური ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლების განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები გაენულებინათ.

წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე უნივერსიტეტი მოთხოვნას დათანხმდა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობა ბრიფინგის გამართვას 21 სექტემბერს
აპირებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დანიშვნას არ ადასტურებენ.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

წყარო: tabula.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər