აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს დროშის აღმართვა 97 523 ლარი ჯდება
ფოთის, მცხეთისა და თბილისის შემდეგ საქართველოს დროშის აღმართვა იგეგმება აბაშის მუნიციპალიტეტშიც. კონტრაქტორი აბაშის მერიამ ტენდერის გზით გამოავლინა.

8 ნოემბერს ხელშეკრულება დაიდო შპს "მიქს ბილდერთან", რომელსაც მანამდე არაერთი ტენდერი აქვს მოგებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მას ჯამში 97 523 ლარს გადაუხდიან.

სადროშეს მოწყობა უკვე დაწყებულია აბაშის მუნიციპალიტეტის შესასვლელში, სოფელ მარანში, მდინარე ცხენისწყალთან. საქართველოს დროშა 40 მეტრის სიმაღლის ძელზე უნდა დაიკიდოს. სავარაუდოდ, სისტემა ისე იქნება აწყობილი, რომ მინიმუმამდე შემცირდება ვანდალიზმის შედეგად სახელმწიფო სიმბოლოს დაზიანება ან ჩამოხსნა.

"სამუშაოები მიმდინარეობს... მიმდინარეობს მონტაჟი... აბაშის შემოსასვლელში, სამეგრელოში რომ შემობრძანდებით, ხიდზე რომ გადმოხვალთ, იქ იქნება საქართველოს დროშა... [სიმაღლე] ხედვის კრიტერიუმით [შეირჩა], რომ კარგად ჩანდეს ყველა მხრიდან",
- უთხრა აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ რადიო თავისუფლებას.

ტენდერში, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტში დროშის აღმართვისთვის გაიმართა, მონაწილეობდა შპს "ემსილაითიც". ამ კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება დადებული სამგორის გამგეობას თბილისში, ვარკეთილში, 55 მეტრის სიმაღლის დროშის აღმართვაზე. ხელშეკრულება 317 ათასი ლარი ჯდება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər