არსებული ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს
ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დაჭრეს. მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər