შსს: ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დავაკავეთ, მათგან 15 - ნარკორეალიზატორია
შსს-ს განცხადებით, ნარკოდანაშაულისთვის 27 პირი დააკავეს, მათგან 15 ნარკორეალიზატორია.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2004 წელს დაბადებული ნ.რ., 1987 წელს დაბადებული ვ.ბ., 1987 წელს დაბადებული თ.მ., 2001 წელს დაბადებული ნ.ტ.; 2003 წელს დაბადებული თ.პ.; 2003 წელს დაბადებული გ.ზ.; 1988 წელს დაბადებული დ.ა.; 2002 წელს დაბადებული ა.შ.; 2002 წელს დაბადებული შ.ბ. და წარსულში ნასამართლევი: 1988 წელს დაბადებული ს.ბ.; 1990 წელს დაბადებული გ.მ.;

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1973 წელს დაბადებული მ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.ი., 1988 წელს დაბადებული ლ.გ. და 1993 წელს დაბადებული დ.პ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გატანის, უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ს.ა., 1992 წელს დაბადებული რ. ბ.; 1960 წელს დაბადებული გ.რ.; 1975 წელს დაბადებული ნ.ა.; 2001 წელს დაბადებული ლ.ბ.; 1995 წელს დაბადებული რ.ქ.; 1954 წელს დაბადებული გ.პ. და წარსულში ნასამართლევი: 1975 წელს დაბადებული ზ.ბ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ი.კ.; 1968 წელს დაბადებული ა.ზ.; 1968 წელს დაბადებული ჰ.რ., 1986 წელს დაბადებული ჰ.გ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის
ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტრო სასწორები ამოიღო”,
– აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər