პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ 15 ივლისს პრეზიდენტს წერილობით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის რიგგარეშე სესიის მოწვევას 18 ივლისის 12:00 საათიდან ითხოვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად, განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 18 ივლისს პარლამენტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და კენჭს უყრის, 19 ივლისს კი ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər