წელს, მხოლოდ 6 თვეში საქართველოში 6 ათასამდე ხანძარი დაფიქსირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის
იანვარ-ივნისში საქართველოში 5 985 ხანძარი აღირიცხა.
რაც შეეხება მსხვერპს და ხანძრის შედეგებს, ოფიციალური მონაცემებით,
2024 წლის
1-ელ ნახევარში ქვეყანაში ხანძრების შედეგად დაიღუპა - 21
და სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო - 122 მოქალაქემ.
გარდა ამისა, ხანძრების შედეგად, განადგურებულია 253
შენობა-ნაგებობა.