ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში გვიან ღამით ყაჩაღობა
მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დაუდგენელი პირი ერთ-ერთი
ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.
მეზობლების ინფორმაციით, ნაცემია ოჯახის მამაკაცი,
რომელიც სხვადასხვა
სახის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, დაზარალებულის
სახლიდან წაღებულია მობილური ტელეფონი და გარკვეული რაოდენობის
თანხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება
სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.