რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია საქართველოსთვის წევრი, თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოსთვის წევრი საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია გადააყენეს - ინფორმაციას პარტია საქართველოსთვის ავრცელებს. "ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ ოცნებას და ნაცმოძრაობას შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ" - IPN-ის ცნობით, ასე მიმართა საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს. რუსთავში ქართული ოცნებისა და საქართველოსთვის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პარტია საქართველოსთვის ცნობით, დაპირისპირების გამო ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

"აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა. პროტესტის მსვლელობისას, ქართულმა ოცნებამ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის რამდენიმე, ექვსამდე თანამშრომელმა, დაინახა რა რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ღია თანამშრომლობის თვალსაცინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია"
- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარის პოსტს საქართველოსთვის წევრები იკავებდნენ, თავმჯდომარეების გადაყენებას გეგმავდნენ. ბექა ლილუაშვილის თქმით, ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა, რათა მოხდეს საქართველოსთვის წევრი თავმჯდომარეების იმპიჩმენტი.
წყარო: ტაბულა


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər