ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის.

თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər