მარტში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 ათასამდე პირმა მიიღო, 100 000 ლარზე მეტი - 349 დასაქმებულმა
მარტში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 12 ათასამდე პირმა მიიღო, 100 000 ლარზე მეტი- 349 დასაქმებულმა. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში, 100 ლარზე ნაკლები თანხა, ხელფასის სახით, 11 841 დასაქმებულს ჩაერიცხა, მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 660 837 ლარს შეადგენდა. მარტის მონაცემებით, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი საქართველოში ჯამში 152 209 დასაქმებულს ჰქონდა.

ყველაზე მეტი დასაქმებულის - 339
662 ადამიანის ხელფასი 1200-დან 2400 ლარის დიაპაზონში იყო, მათი დარიცხული ხელფასი 575,013,249 ლარს შეადგენდა. 123 924 პირის ხელფასი კი 2400-3600 ლარის დიაპაზონში, მათ ჯამში 356,518,687 ლარი დაერიცხათ.

რაც შეეხება ყველაზე მაღალანაზღაურებად პირებს, ვინ თვეში 100 000 ლარს და მეტს იღებს, ასეთი სულ 349 დასაქმებული იყო. ერთ თვეში მათი ჯამური დარიცხული ხელფასი 258.79 მლნ ლარს აღემატებოდა.

წყარო: ბმ

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər