ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე.
"მინი კუპერი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ
დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი 5 პირიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა,
2 კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.