სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში
22 275 ქორწინება დარეგისტრირდა,
რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან
შედარებით.
საქსტატის ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7
წელია, ხოლო კაცებისთვის - 32.1 წელი.
რაც
შეეხება განქორწინებას, საქსტატმა 2023 წელს 13 664
რეგისტრირებული განქორწინება აღრიცხა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია
წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. განქორწინების რიცხვი შემცირებულია
ყველა რეგიონში გარდა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის
და მცხეთა-მთიანეთის.