სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, კახეთში, დედოფლისწყაროში
ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.
"ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის
მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე
აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო
ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა".
- ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ასევე ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი
სიღნაღის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ
არარეგისტრირებულ საწარმოს.
"ფიზიკური პირი თ.ბ, სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების
მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება),
რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5 000 ლარით
დაჯარიმდა". - წერს სააგენტო.