საქართველოში კვერცხი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია
ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.67 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი ინდოეთშია, სადაც 12 ცალის ყიდვა სულ რაღაც 92 ცენტადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, Numbeo-ს რეიტინგიდან ირკვევა, რომ ჩვენთან კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 101 ქვეყანას შორის საქართველოს 62-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით, 12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.43
დოლარს შეადგენს.

საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი 2.14 დოლარია (70-ე ადგილი). შემდეგია რუსეთი, რომელმაც რეიტინგში 1.71 დოლარით 84-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოში კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის ღირებულება აქ 1.5 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა. (აღსანიშნავია, რომ ამჯერად სომხეთი რეიტინგში ვერ მოხვდა.)

Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში ღირს:

  • შვეიცარია - 7.67 დოლარი;
  • ახალი ზელანდია - 6.29 დოლარი;
  • პუერტო-რიკო - 5.49 დოლარი;
  • დანია - 5.09 დოლარი;
  • ნიდერლანდები - 4.99 დოლარი.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე დაბალია, ხუთეული ასე გამოყურება:

  • ინდოეთი - 0.92 დოლარი;
  • ირანი - 1.10 დოლარი;
  • ბანგლადეში - 1.17 დოლარი;
  • პაკისტანი - 1.19 დოლარი;
  • ლიბია - 1.33 დოლარი
წყარო: BPN

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər