2025 წელს მილიარდერების საერთო ქონებამ 18.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა - Oxfam
მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 3000-ს - ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშის თანახმად, მილიარდერების სიმდიდრის დონე ამჟამად ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ კი, მილიარდერების საერთო სიმდიდრე 2025 წელს 2.5 ტრილიონი დოლარით 18.3 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის კაცობრიობის უღარიბესი ნახევრის, ანუ 4.1 მილიარდი ადამიანის, საერთო სიმდიდრის ექვივალენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა
მილიარდერებმა თავიანთი ქონების ყველაზე მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მილიარდერები ასევე საოცარი სისწრაფით გამდიდრდნენ.

ანგარიშში მოყვანილი იყო მაგალითები, როგორიცაა Amazon-ის მილიარდერი მფლობელის, ჯეფ ბეზოსის მიერ The Washington Post-ის შეძენა, მასკის მიერ Twitter/X-ის შეძენა, პატრიკ სუნ-შიონგის მიერ Los Angeles Times-ის შეძენა და ულტრამემარჯვენე მილიარდერის, ვინსენტ ბოლორეს მიერ ფრანგული CNews-ის ფლობა.

„სუპერმდიდრების ჩვენს პოლიტიკოსებზე, ეკონომიკასა და მედიაზე უზარმაზარმა გავლენამ გააღრმავა უთანასწორობა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის გზიდან ძალიან შორს წაგვიყვანა“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამიტაბ ბეჰარმა.

ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში მზარდი უთანასწორობის შესახებ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე გამოქვეყნდა. ფორუმზე შვეიცარია მსოფლიოს თითქმის 1000 უმდიდრეს ადამიანს, პოლიტიკურ ლიდერებთან და რამდენიმე მოწვეულ აქტივისტთან ერთად ყოველწლიურად მასპინძლობს.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər