გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი
ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი
ამინდი.
„თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი
დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 და 23
იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს - უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 და 23 იანვარს
მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს - უნალექო ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით
მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):
დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13,
დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით
-7, -12, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +4 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი
დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.