ბათუმში აგროქიმიკატების მაღაზია დაილუქა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბათუმში მდებარე შპს ზეტას საქმიანობა სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო შეუჩერეს.
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარება და ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აგროქიმიკატების რეალიზაცია მიმდინარეობდა სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის შეფუთვის მთლიანობის დარღვევით. მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო მოთხოვნების დაცვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა.

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər