ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე.

"მინი კუპერი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი 5 პირიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ინფო რუსთავი
Print