საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.