საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი
54 წლის მამაკაცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით
მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანია გარდაცვლილი.