ხმაური და დაპირისპირება ბოლნისში: ძალა ერთობაშიას წევრები ქართულ ოცნებას თავდასხმაში ადანაშაულებენ
ბოლნისში ძალა ერთობაშიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, გოგა მიშველიანის ძმამ და 50-მდე პირმა ოპოზიციის წევრებს სცემეს.

ძალა ერთობაშიას კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და "უმისამართო სროლა იყო". დაშავებული ამბბოს, რომ ის ჩაიხანაში იყო, როდესაც ქართული ოცნების კანდიდატის ძმა მას თავს დაესხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

წყარო: On
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər