Xəta
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და თავდასხმაში ოპოზიციას ადანაშაულებს
ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისში გოგი მეშველიანი უარყოფს ძალა ერთობაშიას ბრალდებებს ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით და პირიქით, მათ ადანაშაულებს თავდასხმაში.ე

On.ge-სთან საუბრისას გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ თავად ინციდენტში არ მონაწილეობდა, რადგან ბოლნისში არ იყო და მისი ძმა არათუ ვინმეს სცემდა, არამედ აშველებდა.

"სიცრუეს ტირაჟირებენ და ცდილობენ ვითარება წარმოაჩინონ აბოსლუტურად შებრუნებულად. მათი ნახიდურის ზონის ლიდერი, არიფ იუსუფოვი ნათესავებთან და თანამოაზრეებთან ერთად თავს დაესხა ჩვენს სააგიტაციო ჯგუფს. პირველი ეტაპის ჩახშობა, რომელიც საჩაიეში მოხდა მოხერხდა, ჩვენები გამოერიდნენ, დაბრუნდნენ მიკროშტაბში და შემდეგ იუსუფოვი და სხვა მომხრეები ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც საარჩევნო შტაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იუსუფოვმა თავი გაუტეხა ჩვენს აქტივისტს".

კითხვაზე, მიმართეს თუ არა მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეშველიანი ამბობს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

"ჩემი ძმა ინციდენტის დროს იყო მიკროშტაბში, რომელიც იქვე შორი-ახლოს მდებარეობს ჩაიხანიდან. როცა მისთვის გახდა ცნობილი, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, მაშინ მივიდა. მისი ჩართულობით და მონაწილეობით მოხდა ვითარების განმუხტვა და ჩვენი აქტივისტების გამორიდება. რასაც მოყვა ხელკეტებით და ქვებით თავდასხმა მასზე", — განაცხადა მან.

ბოლნისში ძალა ერთობაშიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, გოგა მეშველიანის ძმამ და 50-მდე პირმა ოპოზიციის წევრებს სცემეს.

ძალა ერთობაშიას კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და "უმისამართო სროლა იყო". დაშავებული ამბბოს, რომ ის ჩაიხანაში იყო, როდესაც ქართული ოცნების კანდიდატის ძმა მას თავს დაესხა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბოლნისში ოპოზიცია მეშველიან თავდასხმაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილი ამ მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər