ქვემო ქართლში ვირუსის შემთხვევების მატება საქორწილო სუფრას უკავშირდება – გამყრელიძე
ქვემო ქართლში COVID-19-ით ინფიცირებულთა ოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის შედეგი საქორწილო სუფრაა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან პანდემიის კრიზისის თანმდევი რეგულაციები.

“[ვირუსმა] მნიშვნელოვნად წამოიწია ასევე ქვემო ქართლში 107 შემთხვევა. ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდ-აფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და შესაბამისად მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – განაცხადა მან.

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1034 შემთხვევა თბილისზე მოდის, 320 – აჭარაზე, 258 კი – იმერეთზე.

მთავრობის ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 427 მძიმე პაციენტია, რომელთა შორის 97 – აპარატზეა შეერთებული.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər