უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან,
თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24
საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში
- 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში -
63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
105 ადამიანი.
„3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 958, აჭარაში - 654; მძიმე პაციენტია
482, მათ შორის, თბილისში - 238, აჭარაში - 76. აქედან, ხელოვნური
სუნთქვის აპარატზე - 105 პირი - მათ შორის, თბილისში - 61, აჭარაში -
23.
2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 186 - აჭარაში, ხოლო
786 - თბილისში; 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში
გვყავს 3 757 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 752, აჭარაში-1 926.
სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო
სივრცეში)გადაყვანილია - 8 918 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი, საიდანაც
თბილისშია 3 224 პირი, აჭარაში - 11 017, იმერეთში - 4
195“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.