Xəta
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და დაცული - გახარია
"2-3-4-5 ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში, ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება," - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. გახარია განმარტავს, რომ ამ შეხვედრების მიზანია ეკონომიკის გახსნა მდგრადად, გონივრულად და, რაც მთავარია, დაცულად.

„ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2-3-4-5 ათასი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევაში, ვერანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ ყველამ ერთად, მთავრობამ, ბიზნესმა და მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეპიდემიოლოდები ბიზნესს რეგულარულად ხვდებიან. მთავრობა ბიზნესს ეკონომიკის გახსნის გეგმას აცნობს. ბიზნესის უმეტესობა მთავრობის გადაწყვეტილებებით კმაყოფილია, ნაწილი კი ხელისუფლებას არათანმიმდევრულობასა და ზედმეტად სიფრთხილეში ადანაშაულებს.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər