Xəta
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
წინასაარჩევნო მონიტორინგი: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში
დღეს, 28 იანვარს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სექსიზმისა და გენდერული სტერეოტიპების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ „საფართან“ პარტნიორობით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიების გამოვლენა.

სოციალური მედიის მონიტორინგი რამდენიმე მიმართულებად იყო დაყოფილი, მათ შორის, მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა, გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა/დაცინვა, გარეგნული მახასიათებლების ნიშნით შეურაცხყოფა/დაცინვა, გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა, სექსიზმი/მიზოგინია, ეიჯიზმი და სხვა.



მონიტორინგისთვის წინასწარ შეირჩა ფეისბუკის 117 ანგარიში, თუმცა ეს ბაზა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი ახალი პლატფორმებით პერიოდულად ივსებოდა. შერჩეული გვერდები მოიცავს ფართო პოლიტიკურ სპექტრს: მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ ანგარიშებს; „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელ ანგარიშებს; „ლეიბორისტულ პარტიასთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“, „ქართულ მარშთან“ დაკავშირებულ ანგარიშებს, ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებულ, პროპაგანდისტულ, კრემლთან დაკავშირებულ ანგარიშებს. ამასთანავე მონიტორინგის სუბიექტების განახლება ახლადგამოვლენილი ფეისბუკ ანგარიშების მიხედვითაც ხდება.

ანგარიში 2020 წლის 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
გენდერული სტერეოტიპიზაციის სულ 308 შემთხვევა გამოვლინდა. ისინი სამ თემატიკას ეხებოდა –პოლიტიკა, გენდერი და კანონმდებლობა. ყველაზე მეტი დარღვევა (187 შემთხვევა) პოლიტიკის თემატიკაში გამოვლინდა.

ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების მოხმობით აყენებდნენ 115 შემთხვევა). გონებრივი შესაძლებლობების (57) და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვის/შეურაცხყოფის (56) სამიზნეები ისინი თითქმის თანაბარი სიხშირით ხდებოდნენ, რასაც მცირედით ჩამორჩებოდა გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა (52). სექსიზმის/მიზოგინიის კატეგორიაში 20 შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე ცოტა იყო ეიჯიზმის, ასაკის ნიშნით შეურაცხყოფის შემთხვევა.

მონიტორინგის პერიოდში სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენების და გენდერული ნიშნით სტრეოტიპიზაციის შემთხვევები სულ 88 ანგარიშზე გამოვლინდა. უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან სექსიზმის და სტერეოტიპიზაციის 24 შემთხვევა გამოვლინდა, რომლებიც ასე გადანაწილდა: ხელისუფლება – 7 (მათ შორის „ქართული ოცნება“ – 2 და აღმასრულებელი ხელისუფლება – 5); „ქართული მარში“ – 7; „ნაციონალური მოძრაობა“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 2; „ქართული იდეა“ – 2; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1 და „ქართული ფესვები“ – 1.

პოლიტიკური/იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილების ნიშნით დაჯგუფებული სოციალური მედიის ანგარიშების მიხედვით დარღვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელ ანგარიშებზე მოდის (127); რომელსაც დიდი სხვაობით ჩამორჩება ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებული ფეისბუკ ანგარიშები (36). შემდეგ ადგილზეა „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერიანგარიშები (31). მცირე სხვაობაა „პატრიოტთა ალიანსის“ და მასთან დაკავშირებული ანგარიშების (27), ხელისუფლების მადისკრედიტირებელი ანგარიშების (25) და პროპაგანდისტული ანგარიშების (21) შემთხვევაში. დარღვევის 11 შემთხვევა გამოვლინდა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებულ ანგარიშებზე, 8 „ნაციონალური მოძრაობის“/მხარდამჭერების ანგარიშებზე და 2 „ლეიბორისტული პარტიის“ ანგარიშებზე. ჯამში 20 დარღვევა სხვადასხვა ანგარიშებზე გამოვლინდა.

მონიტორინგის პერიოდში ქალების მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია ნორმატიულ ლექსიკასა და უხამსობას შორის მერყეობდა. ნორმატიული ლექსიკა სექსისტური კონოტაციით გამოიყენებოდა (მაგალითად, „გოგონები“ ან „ბებო“ ასაკის ნიშნით შეურაცხყოფისთვის). ამ ტერმინოლოგიის ადრესატებს შორის ამ შემთხვევაშიც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ლიდერობდა (73 შემთხვევა). მას მოსდევდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი (49). ხელისუფლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების ყველაზე მეტი შემთხვევა ეკატერინე ტიკარაძის მიმართ გამოვლინდა (6).

დარღვევის კატეგორიებიდან მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა ყველაზე მსხვილი კატეგორიაა. მონიტორინგმა 115 ასეთი შემთხვევა გამოავლინა. ამ ტიპის თავდასხმების მიზანი იყო ადრესატების შერცხვენა და რეპუტაციის შელახვა მორალური კრიტერიუმების თუ ზნეობრივი ღირებულებების ნიშნით. ამ კატეგორიის თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეო მანიპულაციები, გზავნილები, რომლებიც ქალს სექსუალურ ობიექტად წარმოაჩენდნენ, დეზინფორმაცია, შანტაჟიც კი.

რაც შეეხება გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა/დაცინვას, დარღვევის ეს კატეგორია მოიცავს დისკრიმინაციას/შეურაცხყოფას ინტელექტუალური უნარების, გამოცდილების, კომპეტენციების ნიშნით. მონიტორინგის პერიოდში ამ კატეგორიაშიც 57 დარღვევა გამოვლინდა. დაცინვის საგანი ქალი პოლიტიკოსების განათლება, გამოცდილება, ცოდნა თუ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები იყო. მათ მიმართ იყენებენ ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორებიცაა შტერი, იდიოტი, ოროსანი, დებილი, ჩლუნგი, გაუნათლებელი.

ადრესატებს შორის ოპოზიციური ფლანგის ქალი პოლიტიკოსები ჭარბობდნენ; შეურაცხყოფას აყენებდნენ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას. ყველაზე ხშირი სამიზნე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო (18 შემთხვევა). ნანუკა ჟორჟოლიანზე თავდასხმები, მათ შორის ამ ტიპის შეურაცხყოფა, გახშირდა მას შემდეგ, რაც ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

როგორც სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაში „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, არსებული კვლევა, რომელიც ტერმინოლოგიის ინდიკატორებსაც მოიცავს, იძლევა შესაძლებლობას განვსაზღვროთ თუ რა შეიძლება ძაითვალოს სექსისტურ ენად და რა - არა.

გთავაზობთ მონიტორინგის ანგარიშსს: სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər