შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას OMV Petrol-ი დაიწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

მისი შეფასებით, ფაქტი, რომ ასეთი დიდი ჯგუფი, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოდის, მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მდგრადობაზე.

„მთავრობამ განიხილა და მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის. კომპანია OMV Petrol-მა გაიმარჯვა შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულს, ეს იყო პანდმიის შუა პერიოდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ტენდერში მსხვილმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სურვილი გამოხატა საქართველოში საქმიანობის, ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება რომელიც რამდნეიმე დღეში დაიდება“,- განაცხადა თურნავამ.

წყარო: report.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər