ოპოზიცია 26 თებერვალს, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას გამართავს, პარლამენტთან მიტინგის შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ
ოპოზიცია 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, პარლამენტის შენობიდან აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს.

„ხვალ, 26 თებერვალს ვიკრიბებით ფილარმონიასთან, გავმართავთ საპროტესტო მსვლელობას, რომელიც პარლამენტთან გაგრძელდება მიტინგით, ხოლო შემდეგ გადავინაცვლებთ კანცელარიასთან. იქნება გამოყენებული პროტესტის კრეატიული ფორმები. მოთხოვნები არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რაც შეიძლება მოკლე პერიოდში ვადამდელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər