ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1966 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

წყარო: report.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər