შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში 1966 წელს დაბადებული პირი
დააკავეს,
რომელსაც ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა
ედება.
ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად
სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი
სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
წყარო: report.ge