უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 25
მაისის ჩათვლით რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებული
ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა 29 450 რუსი
ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით
100 ჯარისკაცს მოიცავს.
„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1305 ტანკი, 3213
ჯავშანტექნიკა, 606 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი სარაკეტო
გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 206 საბრძოლო
თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 491 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო
საფრენი აპარატი, 112 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2217
სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 44 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“,
- აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.