მარნეულში კორონავირუსის შემთხვევება იმატა - ერთი კვირის სტატისტიკა
საქართველოში კორონავურუსის შემთხვევებმა იმატა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 7 521 ადამიანი დაინფიცირდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რადიო ,,მარნეულს" განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტში, ერთ კვირის განმავლობაში, 50 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

,, შემთხვევებმა მოიმატა, დღის განმავლობაში დაახლოებით 10-12 დადებითი შემთხვევა გვაქვს, თუმცა გუშინ , 17 იანვარს , ერთ დღეში, 22 კოვიდ დადებითი ადამიანი გვყავდა. ჩვენი ცენტრის მიერ, კონტროლზე აყვანილი პაციენტების გარდაცვალება ბოლო ერთ კვირაში არ ყოფილა".- გვითხრეს ჯანდაცვაში

საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მარნეულში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა კვლავ ბევრია და 10 იანვდიდან დღემდე, სულ ვაქცინა 2 182-მა ადამიანმა გაიკეთა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər