შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს,
რომ თბილისში,
ფონიჭალაში პოლიციელის ცემის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის
120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას
გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი 17 იანვარს ერთ-ერთი მაღაზიის რიგში
მოხდა. პოლიციელი კი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო.
წყარო: radiotavisupleba.ge