სიახლე
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვები მეორედ დაუშინეს
ზუგდიდი-თბილისის საქალაქთაშორისო ავტობუსს ქვა ესროლეს. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებისა გულიოსხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, პირებმა რომლებმაც ავტობუსს ქვა ესროლეს, შემდეგ ავარიაში მოყვნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ჯერ არავინ დაუკავებიათ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ავტობუსში მჯდომმა ერთმა მგზავრმა დაზიანება მიიღო, ასევე გაიბზარა ავტობუსის საქარე მინაც.

ეს არის მეორე შემთხვეა, როცა შპს “გლობუსის” ავტობუსს სამეგრელოში ბოლო პერიოდში თავს დაესხნენ. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, თავდასხმების უკან მათი კონკურენტები დგანან, რომლებიც აღნიშნულ ხაზზე კომპანიის ოპერირებას ეწინააღმდეგებიან.

FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər