ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე
მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის
„ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით
სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან
თავისუფლდებიან.
დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და
2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 15
334 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 087 082 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე
და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020
წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული
დავალიანება.