„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, კანდიდატების წარდგენა
21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტიას მაჟორიტარი კანდიდატი
ოფიციალურად მხოლოდ თბილისის სამ ოლქში ჰყავს დასახელებული და ესენი
ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე არიან.