საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი
გარდაიცვალა.
ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში
მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც
გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45
საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით –
სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.
პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა
რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო,
სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი
დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის
გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს, 10:00
საათზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge