შშმ პირები მთავრობისგან სოციალური პაკეტის გაზრდას ითხოვენ
დღეს, 28 იანვარს, აქტივისტებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს და შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდა მოითხოვეს.

შშმ პირთათვის სოციალური შემწეობა უკვე წლებია, რაც არ იზრდება, მათი ნაწილისთვის კი პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

„კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად დამძიმებული სოციალური ვითარების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მხედველობის მიღმა დარჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები.

ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან, ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დატოვა შშმ პირთა სოციალური პაკეტი, რაც ცალსახად წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაგვრას და პირდაპირ დისკრიმინაციას.

არსებულ ვითარებაში პაკეტის უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს,“
– ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტის იგივე სახით დატოვებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.

სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული ქმედებით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.

ჩვენ შშმ პირები, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, შშმ პირთა მშობლები და აქტივისტები შემდეგ მოთხოვნებს აყენებენ:

საქართველოს მთავრობამ, შეწყვიტოს შშმ პირთა დისკრიმინაცია და ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის. მოვითხოვთ აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს კრიტერიუმები რითიც დადგინდება სოცალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისათვის.

სახელმწიფოს მხრიდან, შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.
აქტივისტები ამბობენ, რომ თუ ეს მოთხოვნები გაზაფხულამდე არ დაკმაყოფილდა, ისინი კანონით გათვალისწინებული პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა, პენსია (იგივე სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აქტივისტები ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციასა და მათი საჭირობების უგულვებელყოფას ხედავენ. ვინაიდან, მიუხედავად სურსათზე გაზრდილი ფასებისა და დასუსტებული ლარის კურსისა, შშმ პირთა პენსია, ზოგჯერ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

წყარო: ნეტგაზეთი
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər