გამყრელიძე: რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და მსუბუქად არ მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნაში ფიქსირდება COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევების გახშირების ტენდენცია და ისინი მსუბუქად არ მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა პროტოკოლის გათვალისწინებული კვლევის ჩატარება ზოგ შემთხვევაში ვერ ხერხდება, რამდენადაც პირვანდელი ინფიცირების ნიმუშებს ზოგჯერ ლაბორატრორიები არ ინახავენ.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა დიქსირდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭირო ანალიზების მოძიება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ რეინფიცირების 3-5 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ახლაც კვლევაში რამდენიმე ათეული შემთხვევაა:

“უნდა იქნეს ნიმუშები ამოღებული და წესით დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს უნდა ჰქოდნეთ შენახული, მაგრამ სამწუხაროდ ყოვლეთვის არ არის. 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ჩამოვიდა და დადგინდა ნამდვილი რეინფიცირება 3-5 შემთხვევა. ახლაც კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა რეინფიცირების. ზოგადად ტენდენციაა რომ გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად”
– ამბობს ამირან გამყრელიძე.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər