უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

მათივე ცნობით, 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28,
+30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər