საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი
შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.5%-ით გაიზარდა,
ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით,
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა
დარგებმა:
- დამამუშავებელი მრეწველობა;
- მშენებლობა;
- პროფესიული;
- სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია;
- ტრანსპორტი;
- დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი
მრეწველობის სექტორებში.