ჩუღურეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციამ დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა შენიშნეს მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას აგრძელებდა.

სამართალდამცველებმა მას ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, თუმცა მამაკაცი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, აგრესიული გახდა და სამართალდამცველებს თავს დაესხა. მან ერთ-ერთ
პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად ბრალდებული მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər