ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის
თვეში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს,
საიდანაც 45 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას
ეხება.
უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული
სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი,
რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან 5
სამართალდარღვევა გამოვლინდა იმერეთში, 5 — სამცხე-ჯავახეთში, 4
—
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 18 — ქვემო ქართლში, 1 —
მცხეთა-მთიანეთში, 7 — გურიაში, 4 — სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 1
— შიდა ქართლში.
სააგენტოს ცნობით, დაფიქსირებული სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი
შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი
მოკვლევის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.
ამასთან, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პარალელურად,
გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, მათ
შორის 8 შიდა ქართლში, 2 კახეთში და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ
გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი.